saqarTvelos uReltexilebi - Wauxis uReltexili
კოორდინატები | 42°33`20` ჩ. გ. 44°48`57` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3338 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3338 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. აკავშირებს მდინარეების ჯუთისწლისა (თერგის მარჯვენა შენაკადი) და აბუდელაურის (ხევსურეთის არაგვის აუზი) ხეობებს.